ირაკლი კობახიძე: NGO-ებს, რომლებიც 2019 წელს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, დღეს ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი ირაკლი კობახიძე

Read Time:48 Second

„დაახლოებით 2 წლის წინ, 2019 წლის ბოლოს, აქტიურად ვმსჯელობდით ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე. ეს საკითხი აისახა კიდეც იმ კანონპროექტში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა, მაშინ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი კამპანია მოაწყეს ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მიუღებელია ზოგი პოლიტიკური ძალისა და არასამთავრობოების ორმაგი სტანდარტი, რომელიც ამ ნორმაზე მსჯელობისას გამოავლინეს.

„მაშინ მე კომენტარი გავაკეთე ამის შესახებ და ვთქვი, რომ მათი ინიციატივით, სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოო ჯამში, ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში. დღეს იგივე ადამიანები, მათ შორის, რამდენიმე NGO – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იბრძოდა აქტიურად სიძულვილის ენის შენარჩუნებისთვის საარჩევნო კამპანიაში, საია, ISFED-ი… დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ, რატომ არის გამოკრული გარკვეული ბირბოდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. NGO-ებს, რომლებიც 2019 წელს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, დღეს ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ. ესაა ორმაგი სტანდარტი და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება
Next post ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი