მიხეილ სააკაშვილი: კალაძე და სხვა შნირების ბანდა ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა

Read Time:54 Second

დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა შნირების ბანდისთვის, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა. – ამის შესახებ მსაჯვრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა. ოღონდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც ამ ფულით იაფი ელექტროგამათბობელი უნდა ეყიდათ, რათა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, გაზქურიდან გამოყოფილი CO-თი არ ამომხრჩვალიყვნენ.
შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის თვითგამოცხადებული მერი ერთი-ერთზე იმეორებს რუსების მესიჯებს, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებით. ქურდბაცაცა დარწმუნებულია, როგორც 2014-ში ამტკიცებდა, რომ იანუკოვიჩი იმარჯვებდა, რომ ახლა რუსეთი ამარცხებს უკრაინას, მერე საქართველოსთვისაც მოიცლის და თავის თავს საჯარო განცხადებებით “ჩერეზ” კანონიერი ქურდები და სხვა მეთოდებით “მეფისნაცვლად” სთავაზობს და თავისი მოკლე ჭკუით ჰგონია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს.
ამავე დროს, 70 მილიონი გაისროლეს მხოლოდ ავტობუსებზე, რამდენიმე ერთეული მილიონი ახალ მანქანებზე და ვისგან უნდა ამოიღონ თუ არა 80% გაღატაკებული მოსახლეობისგან.
პრობლემა ის აქვს, რომ ვერცერთ ოპოზიციურ საკრებულოს წევრზე, რომელიც კალაძეს “ქურდს” უწოდებს, არ შეუძლიათ თქვან, რომ როდესმე რაიმე მოიპარეს, ან ვინმეს რაიმე ქონება აქვს დაგროვილი. გულში ალბათ გიჟებიც ჰგონიათ ირაკლი ნადირაძე, სოფო ჯაფარიძე ან საბა ბუაძე.” – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქსში”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმოს დირექტორი: შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო – ნაადრევია ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება
Next post გია აბაშიძე: სააკაშვილის პარტიის ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია და სექტის სხვა აქტორები ორკესტრირებულად ავრცელებენ მორიგ სიყალბეს, რომ თითქოს საქართველოს პატივს არ სცემენ