გია აბაშიძე: სააკაშვილის პარტიის ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია და სექტის სხვა აქტორები ორკესტრირებულად ავრცელებენ მორიგ სიყალბეს, რომ თითქოს საქართველოს პატივს არ სცემენ

Read Time:57 Second

რადას დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვას (ასოცირების ტრიოს ქვეყნები უკრაინასთან ერთად), საფრანგეთისა და იმ სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირები, რომლებსაც ამ მომენტისთვის, უკრაინისთვის სამხედრო ტიპის დახმარება არ გაუწევიათ. დღეს, ამ ქვეყნების დროშებიც არ აფრიალებულა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ნიკანორ მელიას ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი წერს, საქართველოს დროშასთან ერთად არ აფრიალებულა მოლდოვას, საფრანგეთის და სხვა იქ მყოფი მეგობარი ქვეყნების დროშები, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ხსენებული სახელმწიფოების ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა იკადრონ ასეთი უსინდისო მანიპულაცია.

„სიყალბე, ტყუილი, დეზინფორმაცია, მანიპულაცია და არაფერი ამის გარდა – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია. სააკაშვილის პარტიის ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია და სექტის სხვა აქტორები ორკესტრირებულად ავრცელებენ მორიგ სიყალბეს, რომ თითქოს საქართველოს პატივს არ სცემენ და უკრაინის რადას სხდომაზე, დეპუტატების მიერ მადლიერების ნიშნად, ჩვენი ქვეყნის დროშა ამიტომაც არ იყო წარმოდგენილი. რეალობა კი ამგვარია – უკრაინელმა პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოფენილიყო მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას. ამასთან, რადას დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვას (ასოცირების ტრიოს ქვეყნები უკრაინასთან ერთად), საფრანგეთისა და იმ სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირები, რომლებსაც ამ მომენტისთვის, უკრაინისთვის სამხედრო ტიპის დახმარება არ გაუწევიათ. დღეს, ამ ქვეყნების დროშებიც არ აფრიალებულა კიევში, სხდომათა დარბაზში. თუმცა, ნაკლები ალბათობაა იმის, რომ ხსენებული სახელმწიფოების ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა იკადრონ ასეთი უსინდისო მანიპულაცია“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: კალაძე და სხვა შნირების ბანდა ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა
Next post სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვა დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების, სამხედრო ტექნიკის გაყვანა