ეს აპლიკაციები არ გადმოწეროთ! – გაფრთხილება კიბერთაღლითობის ახალ სქემასთან დაკავშირებით

Read Time:44 Second

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც

ფაქტობრივად, თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ  გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.

რჩევები:

არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში. არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან
Next post ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ის პრეზიდენტი თუ გულისხმობდა, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება