იწვევს თუ არა ღამით ზედმეტი განათება კიბოს – მეცნიერებმა 13-წლიანი კვლევა გამოაქვეყნეს

Read Time:1 Minute, 7 Second

ამერიკის რამდენიმე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა გააანალიზეს 50 წელზე მეტი ასაკის 450 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემები, რომელთა ჯანმრთელობას საშუალოდ 13 წელი აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 856 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს თანამგზავრების ინფორმაციას ღამის განათების დონის შესახებ იმ ადგილებში, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ.

ანალიზმა აჩვენა, რომ ღამის განათების მაქსიმალური დონე, მინიმალურთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 55 პროცენტით ზრდის.

ეს ურთიერთკავშირი ძირითადად ფოკუსირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კიბოზე და უფრო გამოხატული იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. უფრო მეტიც, ქალებში სიმსივნე უფრო ხშირად ლოკალური იყო, ხოლო მამაკაცებში უფრო ხშირად დაავადების მძიმე სტადია აღინიშნებოდა.
კავშირი ღამის განათების დონესა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს შორის დაფიქსირდა სხვადასხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობაზე, მონაწილეთა სხეულის მასის ინდექსისა და მათი სოციოდემოგრაფიული მახასიათებლების ჩათვლით.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით ხელოვნური განათება ასევე ზრდის ძუძუს კიბოს, ნაადრევი მშობიარობის და სხვა დარღვევების რისკს ადამიანის ორგანიზმში. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ბიოლოგიური მექანიზმები უდევს ამ კავშირს. შესაძლოა, ეს ეფექტი გამოწვეული იყოს იმით, რომ ღამით ზედმეტი განათების გამო ორგანიზმი თრგუნავს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რაც იწვევს ჰორმონალური დარღვევების მთელ კასკადს და შესაბამის შედეგებს.

გარდა ამისა, ღამით სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური საათი (ცირკადული რიტმი), რაც ასევე წარმოადგენს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს.

წყარო:

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი
Next post ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან