ჯანმოს დირექტორი: შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო – ნაადრევია ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება

Read Time:34 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება.

„მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო. მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ვირუსი საშიშია და ის განვითარებას აგრძელებს.

„ეს ვირუსი გააგრძელებს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, გააგრძელონ ტესტირება, მონიტორინგი და სეკვენირება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე. ამავდროულად, ასევე ცხადია, რომ ვირუსის განვითარებასთან ერთად ვაქცინების განვითარება შეიძლება საჭირო გახდეს“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – მივმართავ მოსახლეობას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს
Next post მიხეილ სააკაშვილი: კალაძე და სხვა შნირების ბანდა ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა