მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

Read Time:37 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია, საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.

ღვინის ეროვნული სააგენტო, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგულ ხარჯებს მხოლოდ იმ კომპანიებს თანადაუფინანსებს, რომლებსაც ღვინო პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ.

პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედიაკამპანიებს, გაყიდვების ონლაი პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: პოლიტიკური ველი დაცლილია აზრიანი კრიტიკისგან, სანაცვლოდ ვიღებთ უშინაარსო გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი
Next post სამი ქართველი მოჭიდავე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია