ლევან დავითაშვილი: პოლიტიკური ველი დაცლილია აზრიანი კრიტიკისგან, სანაცვლოდ ვიღებთ უშინაარსო გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

Read Time:35 Second

ვფიქრობ, რომ პრემიერის შეფასებები არის შესაბამისი იმ რეალობის, რაც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარები არის ძალიან კონკრეტული.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ერთად გვაქვს შეხვედრები რეგიონებში და რასაც ვუყურებ, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაშიც ბოლომდე ვეთანხმები პრემიერს. ეს ეხება როგორც ჩვენი ოპონენტების წარსულ დანაშაულებრივ ქმედებებს, ისე დღევანდელ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო, არაკომპეტენტურ კრიტიკას. სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც ნებისმიერ მთავრობას ასე სჭირდება, იმისთვის რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდეს ქვეყანაში. ამის სანაცვლოდ ვიღებთ უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი – გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს
Next post მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა