ლევან იოსელიანი – გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს

Read Time:55 Second

გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს, კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსლეიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მისი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე უარყოფითი იყო.

„ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გენერალური პროკურორის არჩევას. გენერალური პროკურორის არჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას, ისევე როგორც ვერ უზრუნველყო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ნაწილში. ჩემი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე უარყოფითი იყო. ამ ჩანაწერით მივიღებთ უარეს მდგომარეობას, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენერალურ პროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს გვაქვს. ამიტომ მომხრე ვარ, ეს ჩანაწერი ამოღებული იყოს კონსტიტუციის პროექტიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ დღეს თუ ვმსჯელობთ, რა არის სწორი კონსტიტუციურად და რა არის სწორი სახელმწიფოებრივად. გეუბნებით როგორც იურისტი მათ შორის, რომ ამ ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს. კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს, ამიტომ კონსტიტუციური დათქმა უნდა იყოს მკაფიო და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. ზოგადად, ეს დათქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ მოდელს და კონსტიტუციურ ჩარჩოს“,- განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნიამ განმარტა, რამ განაპირობა კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობის დამძიმება
Next post ლევან დავითაშვილი: პოლიტიკური ველი დაცლილია აზრიანი კრიტიკისგან, სანაცვლოდ ვიღებთ უშინაარსო გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი