თამარ გაბუნიამ განმარტა, რამ განაპირობა კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობის დამძიმება

Read Time:28 Second

ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და გარკვეულწილად ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის.

„საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, ისევე, როგორც ეს არის ზრდასრული ადამიანებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე გოგინავა: უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ წარმოადგენს ამ ეტაპზე დაცვის საშუალებას, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა
Next post ლევან იოსელიანი – გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს