„მთავარი არხი“ და ტელეკომპანია „იმედი“ 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

Read Time:59 Second

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დაეკისრათ.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 26 აპრილს 07:56 საათზე გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4 წუთნახევრიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

 

რაც შეეხება „ტელეიმედს“, 2021 წლის 18 მაისს 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე“ „ლილო მოლის“ შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. რეპორტაჟი ეხებოდა ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას, რომელიც მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე.

 

აღნიშნულ გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.

 

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხს“ 2021 წლის 4 თებერვალს, ხოლო „ტელეიმედს“ 2021 წლის 28 იანვარს წერილობითი გაფრთხილება მიღებული აქვთ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლუკ კოფი: საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ
Next post ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება, მაგრამ მისი გაუარესების მაღალი რისკი არსებობს