მეცნიერება ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“გ.

Read Time:1 Minute, 18 Second

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“.

ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელთა განცხადებით, ქვეყანა სრული ძალებით არის გადართული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ვირუსით მსოფლიოში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3000-ზე მეტი კი გარდაცვლილი.

მსგავსი: ცხრა კომპანია, რომელიც ახალი კორონავირუსის ვაქცინებსა და პრეპარატებზე მუშაობს

„ჩვენი შეფასებით, იმედი გვაქვს, რომ აპრილში გარკვეული ვაქცინები კლინიკური ცდის ეტაპზე გადავა ანდაც მზად იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის“, — ამბობს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მეცნიერებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ჟენგ ჟონგვეი.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულია ვაქცინების კვლევის ათეულობით ჩინური დაწესებულება და მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე მუშაობა.

უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების შექმნას სჭირდება დრო, ინვესტირება და კარგი მეცნიერები. დაავადება COVID-19-ის გამომწვევ და მის მსგავს კორონავირუსთა შემთხვევაში, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი გამოწვევითაა სავსე. ექსპერტთა განცხადებით, მხოლოდ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ტესტირებას 12-18 ან მეტი თვე სჭირდება.

ჩინეთის კანონმდებლობით, შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობებისათვის შექმნილი ვაქცინების გადაუდებელი გამოყენება სპეციფიკური პირობებით. თუმცა, ამისათვის საჭიროა, სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალოს, რომ მკურნალობის შედეგები რისკებს გადაწონის.

მსგავსი: ახალი კორონავირუსი — მითები, ფაქტები და პრევენციის გზები

ჟენგ ჟონგვეი არ აკონკრეტებს, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ვაქცინის გამოყენება ადამიანებში.

თებერვლის დასაწყისში, ჩინეთმა მსოფლიოს ამცნო, რომ ვაქცინის კლინიკური ცდება შეიძლება აპრილში დაიწყოს.

ახალი კორონავირუსის ვაქცინებზე მუშაობა მთელ მსოფლიოში რეკორდული სიჩქარით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ ადამიანებზე ტესტირებისათვის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს უკვე გადასცა მის მიერ შექმნილი ვაქცინა.

ამავე ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფოსის განცხადებით, მთელი ეს პროცესი, მათ შორის ვაქცინის ეფექტიანობის დადასტურება და წარმოების უფლების მოპოვება, დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანს.

მომზადებულია voanews.com-ის მიხედვით.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ერდოღანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მისალმების ახალი ფორმა „შემოიღო“
Next post ისრაელში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინი მოუწევს