ერდოღანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მისალმების ახალი ფორმა „შემოიღო“

Read Time:36 Second

 

ერდოღანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მისალმების ახალი ფორმა „შემოიღო“.

დღეს ბრიუსელში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ერდოღანისთვის ხელის ჩამორთმევას ეცადა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მკერდთან მიიტანა წარმოთქვა: „კორონა“.

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური ხდება, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 104 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 109.343 ადამიანია ინფიცირებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: „ქუჩის ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი, რომ მუდმივად იყოს დესტრუქციული და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს“
Next post მეცნიერება ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“გ.