ისრაელში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინი მოუწევს

Read Time:20 Second

ყველა ვინც ისრაელში ჩავა 14-დღიან თვით-კარანტინში მოუწევს ყოფნა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიიღო.

„რთული დისკუსიების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება – ყველა, ვინც საზღვარგარეთიდან ისრაელში ჩამოვა, 14 დღით კარანტინში განთავსდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა ისრაელის მოქალაქეებზე დაუყოვნებლივ ამოქმედდება. უცხოელებისთვის კი ის ძალაში ხუთშაბათიდან შევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში ამდრომდე კორონავირუსით დაინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეცნიერება ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“გ.
Next post   დეპუტატ ოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა