დეპუტატ ოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Read Time:50 Second

 

დეპუტატ ოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის წევრ ოთარ დანელიას კორონავირუსი არ აღმოჩნდა. მან ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხები დღეს საღამოს მიიღო. როგორც Imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, დეპუტატი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

დეპუტატმა თვითიზოლაციას მას შემდეგ მიმართა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტარმა მათთან ერთად თვითმფრინავით იმგზავრა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინი მოუწევს
Next post გახარია-ფეიქები მოგონილი სახელებით გვესტუმრნენ :) ჩვენი სიმრავლე აშინებთ!