მეუფე შიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის

Read Time:48 Second

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე შიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მეუფე შიომ, სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, წმინდა ნაწილები საქართველოსა და ინდოეთი მთავრობის ძალისხმევით, საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოეცა.

„დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება. დიდი მადლობა გვინდ გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა. გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ დავით ზალკალიანს დაა საქართველოს საელჩოს ინდოეთში“, – აღნიშნა მეუფე შიომ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი მუდმივ მოსამართლეებად, ეს კატასტროფაა
Next post ანრი ოხანაშვილი ოდირის დასკვნაზე: ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, გაუგებარია