გიორგი გახარია – ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი მუდმივ მოსამართლეებად, ეს კატასტროფაა

Read Time:1 Minute, 9 Second

ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი მუდმივ მოსამართლეებად, ეს კატასტროფაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთის და მარტვილის შემდგომ ქუთაისში გახსნა. გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა და პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების პროცესს „დაუჯერებელი“ უწოდა.

„იმედგაცრუებასაც ვერ დავარქმევ, ჩემთვის იყო მოულოდნელი – კატასტროფა იყო, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. და ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილი, რომ გამწესდნენ მუდმივ მოსამართლეებად! ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია! კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება! დაუჯერებელი იყო! რამდენიმეჯერ ვუყურე, რამდენიმეჯერ ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა“, – ამბობს გიორგი გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით მიმდინარე მოსამართლეების შერჩევის პროცესს ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მადისკრედიტირებელს უწოდებს.

„როდესაც შენ – ხელისუფლება, ვალდებულებას იღებ, საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო შუამდგომლობის და მედიაციის პირობებში შეთანხმებას აწერ ხელს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ვალდებულებები გაქვს და შემდგომ, ეძებ რაღაც შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო და არ გაითვალისწინო – ეს, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს – ესეც ყველას უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ვინახავდით, როგორც საკუთარს, ამაყი ვარ, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას
Next post მეუფე შიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის