მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

Read Time:50 Second

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 ივნისს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების თავდადების მიმართ და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერის პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და მუდმივად ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გაუმჯობესებაზე. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაჭრილი მებრძოლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების თანადგომის მნიშვნელობა.

სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ მებრძოლთა ღონისძიებების კვირეული მშვილდის სროლასა და ველორბოლაში საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 11 ინდივიდუალური და 2 გუნდური სპორტული შეჯიბრება. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: ევროპაში დაწყებულია სისხლიანი, ვანდალური აქციები – „ორი ტრუპის“ სცენარის განვითარებას 6-8 მარტის აქციებზეც ჰქონდა რეალური საფუძველი
Next post გია ცაგარეიშვილი: არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება