გია ცაგარეიშვილი: არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება

Read Time:40 Second

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების პრორუსულობის შესახებ გაუკუღმართებულ პროპაგანდას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და პროგნოზირებს, რომ ასეთი განცხადებების გამოყენება მით უფრო გახშირდება, რაც უფრო ახლოს იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ვფიქრობ ამ თარიღებს დაემთხვევა პიკი ამ აღვირახსნილობის, სხვა სიტყვას უბრალოდ არ ვიხმარ ახლა. მათ მყარად აქვთ ჩამოყალიბებული, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატება, რომელიც შეიძლება არჩევნების ჟამს გადაითარგმნოს პარტიულ წარმატებაში. ვერ გავექცევით იმას, რომ ახლა სწორედ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის სახით და, რა თქმა უნდა, ეს უდავოდ იქნება ხელისუფლების წარმატება. ოღონდ არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
Next post გია ცაგარეიშვილი: როცა პარლამენტის დარბაზში შეურაცხყოფას აყენებ პრემიერს, მის ოჯახს, მის შვილს, არაფრის მაჩვენებელია, თუ არა გამწარების და უშანსობის. უშანსოდ რომ ხარ პოლიტიკაში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის პირად დაპირისპირებაში