გია ცაგარეიშვილი: როცა პარლამენტის დარბაზში შეურაცხყოფას აყენებ პრემიერს, მის ოჯახს, მის შვილს, არაფრის მაჩვენებელია, თუ არა გამწარების და უშანსობის. უშანსოდ რომ ხარ პოლიტიკაში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის პირად დაპირისპირებაში

Read Time:1 Minute, 0 Second

როცა პარლამენტის დარბაზში შეურაცხყოფას აყენებ პრემიერს, მის ოჯახს, მის შვილს, არაფრის მაჩვენებელია, თუ არა გამწარების, გაწიწმატების, უშანსობის. უშანსოდ რომ ხარ პოლიტიკაში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის პირად დაპირისპირებაში, – განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „იმედი Live“-ში, რითაც „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ პრემიერის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ზღვარგადასული მოვლენაა სახედაკარგული ადამიანების. განსაკუთრებით ქალბატონისგან მიკვირს, რომელსაც მგონი შვილიც ჰყავს, ღმერთმა უმრავლოს. ვფიქრობ, რომ დასაძრახი, ზღვარგადასული საქციელია, ამას გამართლება არ უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ საზოგადოებაში დასაძრახია, არა მხოლოდ ქართულში. ვფიქრობ დასკვნებს ქალბატონი ნაცვლიშვილი გამოიტანს. თუ არ გამოიტანს, ესეც მისი უფლებაა. ეს ყველაფერი აირეკლება შემდეგ ელექტორალურ შედეგებში. მერე არ უნდა გაუკვირდეთ, ხუთ პროცენტს კი არა, ერთ პროცენტსაც თუ ვერ გადალახავენ მიუხედავად მრავალი მილიონისა, რომელიც იხარჯება კონკრეტულად მათი უხერხემლო პოლიტიკური წარმონაქმნის არსებობაში. როცა ხარ ასეთი მაწყევარი, [პარლამენტის] დარბაზში შეურაცხყოფას აყენებ პრემიერს, მის ოჯახს, მის შვილს, არაფრის მაჩვენებელია, თუ არა გამწარების, გაწიწმატების, უშანსობის. უშანსოდ რომ ხარ პოლიტიკაში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის პირად დაპირისპირებაში, ასეთ შეურაცხყოფაში, მუშტი-კრივში, წყევლა-კრულვაში და გინებაში, რაც არც ამ დარბაზს შეშვენის და არც საზოგადოებას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ანა ნაცვლიშვილმა პრემიერის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც ღარიბაშვილის შვილი სწავლობს, ლგბტ თემს მხარს უჭერს. ნაცვლიშვილის განცხადებამ ხმაური გამოიწვია დარბაზშიც და უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი: არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება
Next post გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა