გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა

Read Time:42 Second

პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მომაწონოს თავი, ღმერთმა დამიფაროს, – განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „იმედი Live“-ში,

„პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. თავისი პოზიციით, ქმედებებით, ის არის ოპოზიციაში. ძალიან უკან მოუხედავად იმ მილიონ ორასი ათას ადამიანს, ვინც ხმა მისცა მას, ჩაუდგა ოპოზიციაში. ნიკა გვარამიას შეწყალების გარდა, უამრავ სხვა მოვლენას ვგულისხმობ, მაგალითად გუშინდელ მის საუბრებს, რომ საქართველო არ იყო ღირსი კანდიდატის სტატუსის და ა.შ. თავიდანვე ამბობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ პრეზიდენტი იქნებოდა დამოუკიდებელი, მის საქმიანობაში არ ჩავერეოდით, თუმცა ახლა ვისზე და რაზეა დამოკიდებული ქალბატონი პრეზიდენტი, ეს ერმა და ბერმა განსაზღვროს. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მომაწონოს თავი, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ასეთი ტრანსფორმაცია არ ვიცი, ვერ გეტყვით რამ გამოიწვია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი: როცა პარლამენტის დარბაზში შეურაცხყოფას აყენებ პრემიერს, მის ოჯახს, მის შვილს, არაფრის მაჩვენებელია, თუ არა გამწარების და უშანსობის. უშანსოდ რომ ხარ პოლიტიკაში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის პირად დაპირისპირებაში
Next post გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: გააგრძელებს იმას, რაც კარგად იცის – ამ ქვეყნის რყევასა და ავტორიტეტის შელახვას