მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის აღდგენის კუთხით კერძო სექტორთან ერთად აქტიურმა მუშაობამ ქვეყანას მაისის თვეში 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, რაც 95%-იანი აღდგენაა

Read Time:1 Minute, 3 Second

განსაკუთრებით წარმატებული შედეგი გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით მაისის თვეში – ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი აღდგა 95 პროცენტით, თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით.

რაც შეეხება იანვარი-მაისის მონაცემებს, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით მეტია.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა სტრატეგიამ, სამოქმედო გეგმამ და ყველა აქტივობამ, რომელიც გვაქვს კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის კუთხით, შედეგი გამოიღო. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს ავიაციის სექტორის განვითარებას – ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც მიმდინარე წელს დავაინტერესეთ საქართველოს ბაზრით და ახალი პირდაპირი რეისები, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღდგენაზე. განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე
Next post ირაკლი კობახიძე – ყურადღების ქვეშ ყველაზე მეტად როდის იყო ჩვენი ქვეყანა, 2008 წელს, ღმერთმა არ ქნას, ასეთი ყურადღება კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ