ირაკლი კობახიძე – ყურადღების ქვეშ ყველაზე მეტად როდის იყო ჩვენი ქვეყანა, 2008 წელს, ღმერთმა არ ქნას, ასეთი ყურადღება კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ

Read Time:1 Minute, 51 Second

ყურადღებაზე როცა არის საუბარი, ყველაზე მეტად ყურადღების ქვეშ როდის იყო ჩვენი ქვეყანა, 2008 წელს, ხომ და ღმერთმა არ ქნას, ასეთი ყურადღება კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„უკრაინის მიმართ რაც არის ყურადღება, ეს ყურადღება ამ ყველაფრის ხარჯზე, ბუნებრივია, არ გვინდა – 30 პროცენტი, თითქმის ყოველი მესამე უკრაინელი არ ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არის დევნილად ქცეული, ან ლტოლვილად ქცეული, ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია 45 პროცენტით, რაც სრული კატასტროფაა. ჩვენ 1992 წელს გვქონდა 45-პროცენტიანი ვარდნა და ეს რამხელა შოკს ნიშნავს მოსახლეობისთვის, ყველამ ძალიან კარგად იცის. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ უკვე ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. მხოლოდ უკრაინელებზე ვსაუბრობ და არა მთლიანად კონფლიქტის შედეგებზე. დანგრეულია ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა, ხიდები, გზები, სრული კატასტროფაა ქვეყანაში და ასეთ დროს მეტი ყურადღება რომ არის უკრაინის მიმართ, ამის არც უნდა შეგვშურდეს და ამ ყველაფერზე, ბუნებრივია, არც უნდა ვიეჭვიანოთ. მოლდოვასთან დაკავშირებითაც ბევრად მცირე დოზით, მაგრამ იგივე შეიძლება, ითქვას“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოში ოპოზიციური სპექტრის ნაწილს საქართველოს ომში ჩართვა სურს, რაზეც მუდმივად საუბრობს და რატომ დასჭირდა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს განცხადების გაკეთება, რომ საქართველოს ომში ჩართვის რიტორიკა არის რუსული დეზინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე, კონკრეტული მიზეზის გამო, ვერავითარ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„აქაც რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება რუსულ დეზინფორმაციას, აქაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ. იყო პირდაპირი ფორმით მოწოდება, ზოგი იყო ირიბი ფორმით, მაგრამ იმ ირიბ ფორმაშიც იყო პირდაპირი ფორმა. ესენი რუსეთის აგენტები იყვნენ, თუ ვინ იყვნენ?! კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი გვარებს – ეს არის გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ჭიაბერაშვილი, ვახო სანაია და ა.შ. ციტატა ამოვიღოთ გიგაურის, რუსეთს აქვს შეზღუდული რესურსი, ყველგან ვერ იომებს და ამიტომ, შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო. მან თავისი განცხადება განმარტა მას შემდეგ, რაც უკან დახევა მოუწია. იმიტომ, რომ ნახეს, წარუმატებელი იყო მათი მცდელობა, შეექმნათ ომის განწყობა საზოგადოებაში და მერე დაიხია ყველამ უკან. იგივე იყო უსუფაშვილის შემთხვევაშიც. გამოდიოდა უსუფაშვილი და ამბობდა, რას ჰქვია, ღირსების თემაა, უნდა ვიომოთო და ა.შ. როდესაც შემდეგ ჩვენი მხრიდან იყო მიწოლა, მერე მოუწია მასაც უკან დახევა. მათ სცადეს არაერთგზის. ეს არის ისევ ბაკურიანის შემადგენლობა, რადიკალური პარტიები და მათი კუთვნილი NGO-ები. ისინი ამწიფებდნენ აზრს საქართველოში და რომ ვერ მოამწიფეს, მერე გადაწყვიტეს უკან დახევა“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის აღდგენის კუთხით კერძო სექტორთან ერთად აქტიურმა მუშაობამ ქვეყანას მაისის თვეში 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, რაც 95%-იანი აღდგენაა
Next post ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალსახად იყო არა მარტო პრობლემური, არამედ პირდაპირ ხელყო ევროკავშირის ღირსება