თეა წულუკიანი – ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე

Read Time:1 Minute, 3 Second

აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი სრულიად გაკოტრებულია.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„იყო დრო, როცა აღვიქვამდი ძალიან სერიოზულად, მაგრამ ახლა უკვე ეს არის ღიმილის მომგვრელი, რადგან სრულიად გაკოტრებულია ოპოზიციური სპექტრი. ჩვენს საზოგადოებას ვინც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ევროპულობის დროშის ქვეშ, მაშინ, როდესაც ჩვენ ელენე ხოშტარიას მაგალითზე გუშინ ვნახეთ, რომ ისინი სხვას უკიჟინებენ, აბრალებენ ცოდვებს, რომლებიც არ გვაქვს და ამ დროს თავად მილიონობით რუბლს იღებენ საკუთარ ანგარიშზე, რათა ბათუმში შეიძინოს ბინა ხოშტარიების ოჯახმა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, რომ არ იყოს კატასტროფა მათთვის. შესაბამისად, არ მესმის, ასეთი ხალხის დაძახილზე რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას. ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან ჩვენ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა მსოფლიოში, ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, რომ ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში ჩვენ შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკრონი: ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ გახდებოდა – ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკრაინაში ომია
Next post მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის აღდგენის კუთხით კერძო სექტორთან ერთად აქტიურმა მუშაობამ ქვეყანას მაისის თვეში 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, რაც 95%-იანი აღდგენაა