მამუკა მდინარაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე

Read Time:26 Second

ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, საკითხზე ბევრი იმსჯელეს.

„ერთ-ერთ მეთოდს გაგიმხელთ, რაზეც ვილაპარაკეთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება განხილული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთო პაკეტში. მსგავსი მიდგომებით შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ. სანერვიულო არაფერი გვაქვს. გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე. უკვე ვისაუბრეთ, გვქონდა კომუნიკაცია და ამ მხრივ, არანაირი პრობლემები არ შეიქმნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის დამატებით 200 ათას ტესტს მიიღებს
Next post ტოჩინოშინმა მაკე კოში გაიფორმა