საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის დამატებით 200 ათას ტესტს მიიღებს

Read Time:34 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეასთან.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეისგან ელოდებიან 200 ათას ტესტს.

„გუშინ, საღამოს შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი, კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი – საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება
Next post მამუკა მდინარაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე