მამუკა მდინარაძე გახარიაზე: მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ

Read Time:58 Second

მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული რას დაავალებენ. პირველ რიგში პოლიტიკური ფასი აღარ არის იმდენი, რამდენიც იყო, ამას მისი პარტნიორებიც ხედავენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ​გახარიამ თავისი ისტორია შეიქმნა „ნაცებთან“ ურთიერთობის.

„მელიასთვის გადადგა და ქვეყანა გადავარჩინეო ამბობდა. შემდეგ ყველა ნაბიჯი გადადგა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თბილისის მერის არჩევნები ბოლო ლუსტრაცია იყო იმ ეტაპისთვის. პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ დააყენა კახის წინააღმდეგ კანდიდატურა, იცოდა რა, რომ მესამე ადგილზე გავიდოდა. თუ არ იცოდა, მაშინ სამომავლო პოლიტიკური ხედვა აქვს ნული, რაც ბოლომდე არ მგონია, რომ ასე იყოს. ბოლოს რა ხარაკირიც ჩაიტარეს, წალენჯიხაში, ბათუმში და სხვაგან, ესეც ვნახეთ. აქეთ სააკაშვილი გამოდის და მადლობას უხდის, ესენი რაღაცეებს ლაპარაკობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათთან ერთად არიან. მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული იმაზე, რას დაავალებენ. პირველ რიგში პოლიტიკური ფასი აღარ არის მისი იმდენი, რამდენიც იყო. ამას მისი პარტნიორებიც ხედავენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. თუ მას დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ექნა, ჩემი აზრით, ის არ დააენებს რუსთავში არც საკუთარ და არც მისი პარტიის წევრის კანდიდატურას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: რუსთავის არჩევნებში ჩართვა ეს ის პასუხია, რომელიც მინდოდა მხარდამჭერებისთვის გამეცა
Next post მამუკა მდინარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: ამბობენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღესო, აბა რა გადაწვეტილებას მივიღებდით, ეკონომიკურს?