ბადრი ჯაფარიძე: რუსთავის არჩევნებში ჩართვა ეს ის პასუხია, რომელიც მინდოდა მხარდამჭერებისთვის გამეცა

Read Time:39 Second

“ოცნების” ცილისწამებლურ კამპანიაზე პასუხს მე არ ვაპირებ. ამ კამპანიაზე პასუხი იქნება მხოლოდ დადებითი დღის წესრიგი და ურთიერთობა რუსთაველებთან, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურის დაყენება იმ მხარდაჭერის საპასუხოდ გადაწყვიტა, რაც მის მიმართ “ოცნების” გადაწყვეტილების გამო გამოხატა.

“ოცნების” ამოცნაა, რომ გაგაღიზიანოს და ჩაგითრიოს დაპირისპირების ბრძოლაში და მე არ ვაპირებ ამაში ჩართვას. მე ვაპირებ, მქონდა ურთიერთობა რუსთაველებთან, გარდაბნელებთან. მათ ავუხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი, მათ ინტერესებს წარმოვადგენდე კომპეტენტურად, ეს იქნება ჩემი კამპანიის ძირითადი ხაზი.

რაც შეეხება ის, რაც თქვენ გაინტერესებთ – “ოცნების” ცილისწამებლურ კამპანიაზე პასუხს მე არ ვაპირებ. ამ კამპანიაზე პასუხი იქნება მხოლოდ დადებითი დღის წესრიგი და ურთიერთობა რუსთაველებთან. რუსთავის არჩევნებში ჩართვა ეს არის ის პასუხი, რომელიც მინდოდა გამეცა იმ მხარდამჭერებისთვის, რომელთაც ემოციურად გამოხატეს მხარდაჭერა იმ თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რაც “ოცნებამ” მიიღო,” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობის“ კავშირს, არის გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, მაგალითად, წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი
Next post მამუკა მდინარაძე გახარიაზე: მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ