ირაკლი კობახიძე – საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობის“ კავშირს, არის გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, მაგალითად, წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი

Read Time:1 Minute, 1 Second

პირადზე არ არის საუბარი. საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, არის გარკვეული ნიუანსები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, პირად, თუ რა სახის უხერხულობას გულისხმობდა გახარიასთან დაკავშირებით დღევანდელ კომენტარში.

კობახიძის თქმით, პირობითად, დაფინანსების კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.

„პირადზე არ არის საუბარი. საქმე ეხება კავშირს გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქ არის გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი. მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი და დავასახელოთ ეს დეტალები, რომ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგალითად, როგორ, როდის იღებდა, რისთვის. პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. წარმოიდგინეთ, რომ ამ დაფინანსების დეტალები ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება, მოგვიანებით გავუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას.

მხოლოდ მე არ ვიცი, არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც ასევე აქვთ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიწრო წრეზეა საუბარი, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით, ბუნებრივია, მთელი საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის ალიანსი უკვე დღის შუქზეა გამოტანილი, მათ შორის იმ რამდენიმე კოალიციით, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

„იცით, ერთ-ერთი არის რუსთავი. რუსთავში, მუნიციპალიტეტში შეიქმნა კოალიცია „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას თანამონაწილეობით. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებამდე, რომ მჭიდრო ალიანსი არსებობდა, ეს თვითონვე დაადასტურეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: გულწრფელად მგონია, რომ რუსთავში დამარცხებისთვის არის განწირული კანდიდატი, რომელიც თან იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და თან სხვა ნომრით გამოვა
Next post ბადრი ჯაფარიძე: რუსთავის არჩევნებში ჩართვა ეს ის პასუხია, რომელიც მინდოდა მხარდამჭერებისთვის გამეცა