მამუკა მდინარაძე: გულწრფელად მგონია, რომ რუსთავში დამარცხებისთვის არის განწირული კანდიდატი, რომელიც თან იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და თან სხვა ნომრით გამოვა

Read Time:44 Second

გულწრფელად მგონია, რომ რუსთავში უკვე დამარცხებისთვის არის განწირული კანდიდატი, რომელიც ირაკლი შატაკიშვილს მეორე მხარეს დაუდგება, თუ ის თან იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და თან სხვა ნომრით გამოვა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს ელექტორატი, რომელიც მათ საარჩევნო ნომერს აღიარებს.

„ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რეალურად ერთი ორგანიზმი არის. ამას აქვს პლუსები და მინუსები. მათ შორის პლუსებია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მეორე ადგილზე მყოფი პარტია და მისი მხარდაჭერა, ბუნებრივია, სხვა ოპოზიციონერებისთვის სასურველია, რადგან მათი რეიტინგი დაემატება. მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი რეიტინგი ბოლომდე ვერ დაემატება. როცა სხვა ნომრით გამოდის კანდიდატი, პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არ სწყალობს სხვა პარტიების წარმომადგენლებს იმდენად, რომ ხუთიანი თუ არ დახვდებათ, არ ხაზავენ ყველას“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Next post ირაკლი კობახიძე – საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობის“ კავშირს, არის გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, მაგალითად, წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი