მამუკა მდინარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: ამბობენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღესო, აბა რა გადაწვეტილებას მივიღებდით, ეკონომიკურს?

Read Time:32 Second

ამბობენ [ოპოზიცია] პოლიტკური გადაწყვეტილება მიიღესო, აბა რა გადაწვეტილებას მივიღებდით, ეკონომიკურს? პარლამენტმა როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღოს?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„კონსტიტუციაში წერია რაღაც, რაც სამართლებრივი საფუძველია კონკრეტული ადამიანის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტაზე რომ ისაუბროს და ეს თემა პარლამენტმა განიხილოს. დღეს, ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში ატრიალეს სიტყვები – „ნასამართლევი ხომ არ არის“, „ცნობასაც არ მისცემენ“ -ო, ეს ყველაფერი ცალკე აღებული მართალია. ნასამართლევად არ ითვლება პირი, რომელსაც ხანდაზმულობის გამო ასეთი პრეცედენტი დაუდგა, რომელიც დამნაშავედ ცნეს, მაგრამ კონსტიტუციაში ამ დროს მათთვის საუბედუროდ, ახლა წერია – თუ მის მიმართ გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ის არის დამნაშავედ ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე გახარიაზე: მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ
Next post ვლადიმირ ზელენსკი – მშვიდობის დასამყარებლად უკრაინა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვი მზადყოფნას არ გამოხატავს