მამუკა მდინარაძე: ამერიკულიდან კოპირებული კანონმდებლობა, ვფიქრობ დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ინტერესებს, რადგან ძალიან მკაცრია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან

Read Time:41 Second

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თუ ის ამერიკული კანონის პირდაპირი კოპირება იქნებოდა, „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერდა.

მდინარაძემ ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს მხარდაჭერას არ უცხადებს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი, პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, უფრო ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მაშინდელი კანდიდატის. ეს ჩემთვის ძალიან დასანანია, პირადად. რაც შეეხება კანონპროექტს, გვექნება კონსულტაციები ფრაქციის წევრებთან. წინასწარვე, მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო იყო შეხვედრა და დააფიქსირეს [ხალხის ძალამ], რომ სურდათ კოპირება ამერიკული კანონის. მაშინაც ვუთხარით, რომ არ ექნებოდა ჩვენგან პირდაპირ კოპირებულს მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ასეთი კანონმდებლობა, ვფიქრობ, მართლა დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ ინტერესებს და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს“, – აცხადებს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა
Next post მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს