მაია ცქიტიშვილი: თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფოს მისი დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს

Read Time:59 Second

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ბიზნესი მათთვის დაწესებულ რეგულაციებს გამიზნულად დაარღვევს, მაშინ ის სახელმწიფოს საშეღავათო პროგრამებით ვეღარ ისარგებლებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება ყველა იმ წესის დაცვის მიმართ, რომელიც გვევალება და რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას უზრუნველყოფს. ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ამ ანტიკრიზისული ღონისძიების ფარგლებში ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, მიზანმიმართულად დაარღვევს განსაკუთრებით იმ რეგულაციებს, რომლებსაც ვაწესებთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად ასეთი ტიპის ბიზნესს რომ დაეხმაროს. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი მოქმედებს და კანონით გათვალისწინებული სანქციები იქნება გათვალისწინებული და ამასთან ბიზნესს არ ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველა იმ ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული შეღავათებით, სუბსიდირების პროგრამებით. ჩვენ ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, ჩვენ ვთავაზობთ მას დამატებით მხარდაჭერას, სუბსიდირების პაკეტს, ბიზნესი თუ იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს
Next post კარლ ჰარცელი: შევხვდი თეა წულუკიანს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები