კარლ ჰარცელი: შევხვდი თეა წულუკიანს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები

Read Time:43 Second

მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვიცით, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, ხომ არ შეცვლილა მისი პოზიცია ამ შეხვედრის შემდეგ, ელჩმა აღნიშნა: „ჩემს განცხადებას მხარს ვუჭერ, დიახ. არ ვისაუბრებ მოლაპარაკებებზე, რომლებიც გვქონდა“.

„ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ეს არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, – განაცხადა ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი: თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფოს მისი დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს
Next post გიორგი კახიანი: ოპოზიციას ვურჩევდი რადიკალური ფრთა თავის რიგებში მოიკითხოს, უმრავლესობაში მსგავსი რამ არ არსებობს