ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს

Read Time:55 Second

გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? მივიდეს და შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკონ? იტყუებიან, რომ თითქოს, მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მემორანდუმის ტექსტი აღებულია ელჩებთან ოთხი რაუნდის მოლაპარაკების ე.წ. დრაფტიდან და დაჯამებული დოკუმენტიდან მემორანდუმში გადმოვიტანეთ. ერთადერთი საკითხი, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვითხოვდი, ახლაც ვითხოვ და მემორანდუმშიც წერია, ეს არის ის, რომ 4/1-თან შეფარდება იყოს დიდ ქალაქებში. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, რადგან საკრებულოებში მაჟორიტარები უნდა იყვნენ, დამოუკიდებელი მაჟორიტარები, არ არის აუცილებელი საკრებულოში მოხვდეს ის, ვინც მაინცდამაინც პარტიის წევრია. ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიასთანაც არ ვიქნებოდი მართალი, რადგან საკრებულოს წევრი გავხდი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ. ჩვენ “ქართულ ოცნებას” ხელი რომ მოვაწერეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება. შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცეებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან – ნუ კომენტატორობონ, ნუ იპოლიტიკოსებენ. გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? მივიდეს და შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკონ? იტყუებიან, რომ თითქოს, მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მდინარაძე სააკაშვილზე: სანამ შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას
Next post მაია ცქიტიშვილი: თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფოს მისი დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს