მდინარაძე სააკაშვილზე: სანამ შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას

Read Time:38 Second

სანამ მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა“.

„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და ბულინგზე მეტი. სანამ მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას. ფიზიკურად მკვლელობის საშუალება აღარ აქვს. ამ გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, თქვენ რომ არ გეთქვათ, მისი ეს ნათქვამი ჩემთვის, მაგრამ ის დიდი ხანია პოლიტიკური გვამი გახდა. ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია, თქვას – მის საპასუხოდ ვამბობ მხოლოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

3 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა
Next post ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს