კარლ ჰარცელი: გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა

Read Time:39 Second

გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა. ჩვენ არ ვადგენთ თარიღს, ასევე არ ვწყვეტთ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მხარეებს შორი საჭირო საერთო ენოს გამონახვა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის ინიციატივის შესახებ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის საკითხი, რომლის განხილვაც პოლიტიკური დიალოგის დროს შეიძლება. რა თქმა უნდა ერთ-ერთი საკითხი არის იმის გადაწყვეტა, როგორი შემადგენლობა ექნება, კომისიაში მონაწილეობაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე კომისიის მანდატი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვუსვამ ხაზს ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას სწორედ ესეც არის, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, როგორიცაა საგამოძიებო კომისიების მუშაობა, ასევე მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში, ამიტომ პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ
Next post მდინარაძე სააკაშვილზე: სანამ შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას