პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ

Read Time:1 Minute, 14 Second

საქართველოს პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა. მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორის:

· შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.

· ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა.

· საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

· რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჯგუფს ორი თანათავმჯდომარე ეყოლება – ერთი უმრავლესობის, მეორე კი ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ თანამდებობებს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პაპუაშვილი და „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი დაიკავებენ.

სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მაისისა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ
Next post კარლ ჰარცელი: გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა