გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ

Read Time:39 Second

საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემსუბუქდება და გამარტივდება კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მოსახვედრად სჭირდებათ.

„ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები დააკმაყოფილა მხოლოდ 420-მა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური დეტალების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, შეეხება სპორტის ინდუსტრიის ობიექტებს, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეზღუდვების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ვეღარ მიიღებენ
Next post პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ