შეზღუდვების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ვეღარ მიიღებენ

Read Time:43 Second

ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას – არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა სახის ორგანიზაციის. შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გაორმაგდება. თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ ვერ შექმნა ვერაფერი უფრო ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და ვაქცინაცია. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ. ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ისინი მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ვერც ერთ ღონისძიებაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა კლასებში გაგრძელდება
Next post გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ