ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, არ დადგებოდა გლდანში „5“ ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან

Read Time:34 Second

ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, ის არ დადგებოდა გლდანში „5“ ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„2020 წელთან დაკავშირებით როდესაც არის საუბარი, რომ ნიკა მელიას არ სურდა, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი – არათუ არ სურდა, არამედ ის ღიად საუბრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი, ის „5“ ნომრით არ დადგებოდა გლდანში, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან. ეს გაჟღერდა საჯაროდ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნიკა მელიამ ვისგან რა საჩუქარი მიიღო ან არ მიიღო, არ აინტერესებს.

„არ ვიცი, რა ავტომობილით გადაადგილდება, არც მაინტერესებს რა საჩუქარი მიიღო, არ მიიღო, სად დააყენა, ეგ არ არის ჩემთვის საინტერესო“, – განაცხად ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა საქართველოდან არამხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც
Next post იენს სტოლტენბერგი: საბრძოლო ტანკები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსული ახალი თავდასხმების მოგერიებისთვის, ასევე იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ტერიტორიის დაბრუნება