ირაკლი კობახიძე: სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა საქართველოდან არამხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც

Read Time:41 Second

კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეულები ვართ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ კასიანოვს მოქალაქეების ევაკუაცია, თუ ბუკებს გავაგზავნიდით, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

„სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა ჩვენ არამხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. მოვისმინეთ კასინოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს არის ამ რიტორიკის გაგრძელება. ფრენების აღდგენას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებასთან, ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს ყველაფერი იყო სამარცხვინო სპეკულაციები და კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების შემოდინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – საქართველო არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი
Next post ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, არ დადგებოდა გლდანში „5“ ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან