ლევან რატიანი: თებერვალში მეც ვამბობდი რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის

Read Time:1 Minute, 8 Second
თებერვალში მეც ვამბობდი, რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
 
„ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ექიმობა განისაზღვრება თეორიულ ცოდნას პლუს პრაქტიკული გამოცდილება, და რადგან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში საშინელება ხდებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ალბათ, იქ ეს გამოუცდელი ექიმობით ხდებოდა. ჩვენმა ქვეყანამ ამაში დრო მოიგო, მათმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეს ვირუსი, რომელსაც მანამდე ვეძახდით, რომ არის მომაკვდინებელი, ასე არ ყოფილა.
 
დაგროვდა გამოცდილება, მივიღეთ ცოდნა, ეს აღმოჩნდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ყველა ის ორგანო, რომელიც ადამიანის ორგანიზმშია მოთავსებული. შევისწავლეთ ამ ვირუსის ბიოლოგიური ასპექტები, ამა თუ იმ ეტაპზე რა გართულებას იძლევა. სიმპტომური თერაპიით ამ ვირუსთან ბრძოლას გამარჯვებით მივაღწევთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიასა და ეპიდემიაზე გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც შეიქმნება ვაქცინა და პათოგენეზური მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ხახუბია: ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია
Next post მამუკა მდინარაძე – არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის “ქართული ოცნების” რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, რეალური გეგმები და განახლებული გუნდი