ირაკლი ხახუბია: ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია

Read Time:45 Second

„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის ცენტრალურ პარკში პირველკურსელებს შეხვდა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეეული წარმატება მიულოცა.

„ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება, მიყვარს მათთან ლაპარაკი და მათი ანთებული თვალების ყურება. ეს მაძლევს ძალას და მოტივაციას, განსაკუთრებული შემართებით ვაკეთო ის საქმე, რაც მათთვის ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია. მინდა, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს შენების პროცესში, რადგან მათი ძალა, მიზანსწრაფულობა და მოტივაცია დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა და განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფასო ფაკულტეტები დაემატა, ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით”, – განაცხადა კანდიდატმა.

ირაკლი ხახუბია ახალგაზრდებს ფოთში ახალი საზღვაო აკადემიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს ქართულ ციხეში ექნება საუკეთესო კვება
Next post ლევან რატიანი: თებერვალში მეც ვამბობდი რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის