მამუკა მდინარაძე – არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის “ქართული ოცნების” რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, რეალური გეგმები და განახლებული გუნდი

Read Time:48 Second

“წარმატება იყო შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჩვენ ისინი ავირჩიეთ. თუკი, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სახეებზე, მათ ევალებათ და არიან განწყობილნი, რომ მათი პირადი წარმატებული კარიერა გადაზარდონ ქვეყნის წარმატებაში და იღვაწონ თავისი ქვეყნისთვის. სამშობლოს სიყვარული არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, გულწრფელობა და რაციონალურ-რეალური დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, საქმის კეთების სურვილი და შრომისუნარიანობა. ჩამოვთვალე ის კრიტერიუმები, რაც აუცილებლად უნდა გაჩნდეს პოლიტიკოსს იმისთვის, რომ მოხდეს პასუხისმგებლიანი პარტიის სიის პირველ ოცეულში, როდესაც ამ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს თავისი ქვეყნის წინაშე”,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე – რატომ მოხვდნენ სპორტსმენები საპარლამენტო სიის პირველ ოცეულში და რატომ მოისურვეს მათ პოლიტიკაში მოსვლა? – მდინარაძემ განაცხადა, რომ “მათ სამშობლო უყვართ, წარმატებული კარიერა ჰქონდათ, სამაგალითოები, მისაბაძები არიან და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება უნდა იყოს”.

“მათ ბევრი უნდა გააკეთონ სპორტის მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში. ასევე ბევრი უნდა გააკეთონ აღსრულების კონტროლის მიმართულებით. საქართველოს მომავალი გადის ჩვენი ქვეყნის სიჯანსაღეზე. ისინი მოწოდებულნი არიან, რომ თავიანთი პირადი მაგალითი იყოს მაგალითი ქვეყნისთვის და იყოს განვითარება განსაკუთრებით ამ მიმართულებით”,- განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: თებერვალში მეც ვამბობდი რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის
Next post მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა