ლევან იოსელიანი: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც ჩვენ და პარტია „გირჩი“ არ მიგვიწვიეს – ამაზე ცხადი მაგალითი იმისა, რომ მათთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია, მე ვერ წარმომიდგენია

Read Time:59 Second

ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და ამაზე ცხადი მაგალითი რომ მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, მე ვერ წარმომიდგენია, როდესაც მაგალითად, ჩვენ და პარტია „გირჩი“ არ მიგვიწვიეს ამ შეხვედრაზე. იმიტომ რომ მათ იციან, რომ ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია – როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორი მოდიოდეს პარლამენტში, ხვდებოდეს ოპოზიციურ პარტიებს და ამ პარტიებში აკეთებდეს რანგირებას, ვისთან კომფორტულად გრძნობს ლაპარაკის დროს თავს და ვისთან არა. განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასთან აქვთ პრობლემა გამოდის. თუ ვინმეს არ მოსწონს რასაც ვამბობ, დიალოგს კი არ უნდა გაექცეს, უნდა დაჯდეს და დამისაბუთოს თავისი პოზიციის მართებულობა. თუ ვიღაცას ხელისუფლების ცვლილება, ღარიბაშვილის გადაყენება უნდა, მაშინ კეთილი ინებოს, გადმოვიდეს პოლიტიკაში და მიიღოს ის ტვირთი, რაც პოლიტიკოსებს გვაქვს. ძალიან ბევრ დამსახურებულ კრიტიკას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მე მაქვს თმენის ვალდებულება და ვიცი, რომ როგორც პოლიტიკოსმა ეს კრიტიკა უნდა მივიღო, ავიტანო და ყველაფერზე ხურდა არ უნდა დააბრუნო მითუმეტეს მუშტებით და გინებით.

ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილთან, მაგრამ, როდესაც შენ არ გინდა, რომ შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შენს აზრზე, ეს არის ძალიან დასანანი და ბევრ რაღაცაზე მიუთითებს, მათ შორის ობიექტურობაზე იმ პროცესის მიმართ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ – მათი ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება
Next post საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეწვევა