გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ – მათი ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება

Read Time:33 Second

„უკვე ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ. სახალხო დამცველიც, ჩემ მიერ არჩეული, პოლიტიკურ ველზეა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სუბიექტებად იქცნენ, რადგან, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მათ ავტორიტეტს სერიოზული პრობლემები შეექმნა.

„ისინი ელოდნენ, რომ ევროპარლამენტის დიდკალიბრიანი გასროლის, ზეწოლის შემდეგ, პროცესები დაიძვრებოდა, რომლებიც რევოლუციასა და, საბოლოო ჯამში, მეიდანს მოიტანდა, მაგრამ იქ [უკრაინაში] განსხვავებული სიტუაცია იყო – ხელისუფლება ანტიევროპული იყო. როცა დაინახეს, რომ ეს ასე არ გამოდიოდა, „ქართული ოცნების“ არაევროპულად წარმოჩენა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ, სააკაშვილის პერიოდში, ხელისუფლებას არცერთი მუხლი არ ჰქონდა შესრულებული. ამ ყველაფერს ეტყობა, რომ ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დღეიდან იწყება
Next post ლევან იოსელიანი: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც ჩვენ და პარტია „გირჩი“ არ მიგვიწვიეს – ამაზე ცხადი მაგალითი იმისა, რომ მათთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია, მე ვერ წარმომიდგენია