ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დღეიდან იწყება

Read Time:38 Second

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი გვაქვს. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას – ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთანაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზოგადად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დიდი მხარდამჭერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, ცენტრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში.

ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის
Next post გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ – მათი ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება