ლევან დავითაშვილი: ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა

Read Time:44 Second

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო – ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ-კავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, საქართველოში, მსხვილი კონტენტ-პროვაიდერების მიერ, რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.

„საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის და რეგიონული დატა ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia,“ რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია. სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას სტუ-ის საიუბილეო სიმპოზიუმზე „ოქროს მედალი“ გადაეცა
Next post სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა