სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

Read Time:45 Second

საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბრალდებულის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა
Next post მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზია ,,ტვ პირველი’’, ხარჯავს 8 მილიონ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ